"ტოტენჰემმა" ბეილი და რეგილონი დაიმატა

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" მადრიდის რეალის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა.

ლონდონურმა კლუბმა ნახევარმცველ გარეთ ბეილს ერთსეზონიანი იჯარა გაუფორმა, მისი ხელფასის სრულად გადახდის ვალდებულება აიღო და 9-ნომრიანი მაისურა გადასცა.

მცველი სერხიო რეგილონი კი 30 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით "სამეფო კლუბს" 45 მილიონად რეგილონის უკან გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს.

ის გასულ სეზონში "სევილიაში" იყო განათხოვრებული, სადაც ლა ლიგას 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პოჩეტინოს ეს გუნდი რო ყოლოდა ლივერპული ჩემს ფეხებს მოიგებდა ლიგას ასე მარტივად
იმერელი
13:07 20-09-2020
0
შემადგენლობა კარგია მაგრამ მწვრთნელი ძალიან სუსტი ყავს ტოტენჰემს.მოურინიო უკვე ჩამოწერილებში გადის,გაშიფრულია,ყველამ იცის რას ითამაშებს.გეგუჩაძესავითაა.ასე ხშირად ემართებათ ხოლმე მწვრთნელებს,შემოქმედებითი კრიზისი.ამ დროს 2-3 წლით უნდა დაისვენონ ფეხბურთისგან და მერე შეიძლება დაბრუნება
master
22:57 19-09-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული