"ტოტენჰემმა" ბეილი და რეგილონი დაიმატა

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" მადრიდის რეალის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა.

ლონდონურმა კლუბმა ნახევარმცველ გარეთ ბეილს ერთსეზონიანი იჯარა გაუფორმა, მისი ხელფასის სრულად გადახდის ვალდებულება აიღო და 9-ნომრიანი მაისურა გადასცა.

მცველი სერხიო რეგილონი კი 30 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით "სამეფო კლუბს" 45 მილიონად რეგილონის უკან გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს.

ის გასულ სეზონში "სევილიაში" იყო განათხოვრებული, სადაც ლა ლიგას 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ