"ლივერპულმა" მესამე მატჩიც მოიგო და ნუთუ, კვლავ ვერავინ შეაჩერებს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მესამე ტურში "ლივერპულმა" "არსენალს" 3:1 სძლია.

მანემ ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა. მან "ენფილდზე" ჩემპიონატის 5 მატჩში "მეთოფეები" 4-ჯერ დაამწუხრა.

ასევე 3 გოლია მიმდინარე ტურნირზე ლაკაზეტის ანგარიშზე.

სტუმართა კარი მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა ჟოტამაც დალაშქრა. მან "წითლებში" პირველი გოლი გაიტანა.

"ლივერპულმა" სამივე სასტარტო შეხვედრაში იმარჯვა და 1-ელ ოქტომბერს თასზე ისევ "არსენალს" უმასპინძლებს, ხოლო ჩემპიონატზე 4 ოქტომბერს ბირმინგემში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.

ლივერპული - არსენალი 3:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (25), 1:1 მანე (28), 2:1 რობერტსონი (34), 3:1 ჟოტა (88)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგათ წითელ თავზეც მოინახება მელიების გუნდი, იმედია ამათაც გადათელავს ლესტერი სამახსოვროდ!
jango
15:38 29-09-2020
1
მაგათ წითელ თავებზეც მოინახება მელიების გუნდი, იმედია რომ ლესტერი მანსიტივით გადათელავს მაგათაც.
jango
15:56 29-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული