მოურინიო მატჩისას დაიერს ტუალეტში გაეკიდა, ლამპარდს კი წაეჩხუბა

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში "ტოტენჰემმა" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა "ჩელსი" (მატჩი 1:1 დასრულდა) და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში "ტოტენჰემის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ჩელსის" თავკაცს, ფრენკ ლამპარდს წაეჩხუბა, თუმცა თერთმეტმეტრიანების სერიის წინ პორტუგალიელი მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.

საინტერესო ფაქტი მოხდა 77-ე წუთზე: "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა დაუკითხავად დატოვა მოედანი და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში გაიქცა. მას მოუ გაეკიდა. ვიდრე დაიერი მოედანზე დაბრუნდებოდა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ "დეზებს" კინაღამ გოლი გაუტანა.

Sportall.Ge

ნამატჩევს დაიერმა დაიჩივლა, რა მექნა, ძალიან გამიჭირდა და იძულებული გავხდი, გავქცეულიყავიო. ჟოზემ კი
თქვა, რომ დაიერის საქციელი ნორმალური არ იყო და მოედანზე ძალით დააბრუნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
და მთავარი არ დაგავიწყდეთ პირველად, რომელი ხელი ჩაიყო ტრუსში და რომელ ფეხით შევიდა მოედანზე, ამას რაგბიში დიდი მნიშვნელობა აქვს.
გ ი ო რ გ ი
15:05 30-09-2020
0
თამაშის წინ გლდანის შაურმა ჭამა და კუჭი აეშალა.)))
გიო
14:49 30-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული