პიკფორდი ტირანოზავრია - "ევერტონის" ფანები მეკარეს დასცინიან

AutoSharing Option
"ევერტონის" მეკარე ჯორდან პიკფორდმა ინგლისის ჩემპიონატზე "ბრაიტონთან" მატჩში შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა ნილ მოპემ ისარგებლა და გოლი გაიტანა. თუმცა, კარლო ანჩელოტის გუნდმა ეს შეხვედრა მაინც მოიგო (4:2) და ტურნირის სტარტზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ლივერპულელთა გოლკიპერმა ამ სეზონში 4 ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებსაც გოლი მოჰყვა და გულშემატკივრები დასცინიან - ისინი ტირანოზავრს ადარებენ და ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს მოუწოდებენ აღარ გამოიძახოს.