მოურინიო: შემტევი მწვრთნელით "ტოტენჰემი" "მანჩესტერს" 12 გოლს გაუტანდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" "ოლდ ტრაფორდზე" 6:1 განადგურების შემდეგ "ტოტენჰემ ჰოთსპურის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც მას დაცვითი ფეხბურთის მოტრფიალე მწვრთნელად მოიხსენიებენ.

"წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, "სპურსს" შემტევი მწვრთნელი რომ ჰყავდეს?! დაცვითი სტილის სპეციალისტის ხელში მათ 5, 6, 7 გოლი გაიტანეს და შემტევთან ერთად "მანჩესტერს" 12 გოლს შეუგდებდნენ.

ბიჭებს ბრწყინვალე მენტალიტეტი აქვთ. ფეხბურთელები უფრო და უფრო უკეთ თამაშობენ, ყველა მათგანი ბოლომდე იხარჯება. გუნდი ტალანტებითაა სავსე", - განაცხადა ჟოზემ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ