"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია "ეშმაკები".
"საკმაოდ ბევრი ვარიანტი მქონდა, ამ დროშიც კი, როცა არათუ სპორტში, სამყაროშიც ყველაფერი არეულია. ძალიან მიზიდავდა ინგლისში თამაშის პერსპექტივა. ამას გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის ძალიან საინტერესო გუნდია და აქ თამაშის მოტივაციაც არანაკლები მაქვს.
ვგრძნობ, რომ ისევ მაქვს ვარჯიშის, თავჩაუხრელად შრომისა და ბოლომდე დახარჯვის სურვილი. იმედი მაქვს, დავალებებს თავს გავართმევ და თანაგუნდელებთან ერთად მწვერვალსაც დავიპყრობ.
როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" 7-ნომრიან მაისურს მოგცემს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამ ფორმას უდიდესი ფეხბურთელები ატარებდნენ",
- განაცხადა ედინსონმა.
მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით