"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველ გარეთ ბეილზე ისაუბრა.
"გუნდი უმთავრესია, ბეილი კი აქ გუნდის დასახმარებლადაა. ჩვენ მასზე ვზრუნავთ. ძალიან ვზრუნავთ.
ასე რომ, ჩვენი გადაწყვეტილებები გუნდისა და მის სასარგებლოდ იქნება მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ გარეთმა კარგი სეზონი ჩაატაროს და აქ ბედნიერი იყოს. მისი კარიერის ამ ეტაპზე ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს მოურინიოს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, ბეილი "რეალიდან" "ტოტენჰემში" ერთსეზონიანი იჯარით გადავიდა.
შეგახსენებთ, ბეილი "რეალიდან" "ტოტენჰემში" ერთსეზონიანი იჯარით გადავიდა.