დე ბრუინს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, - იტყობინება გუნდის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.

29 წლის დე ბრუინი "ქალაქელებს" "არსენალთან", "პორტუსთან" და "ვესტ ჰემთან" ვერ დაეხმარება.

ამ სეზონში ბელგიელმა 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს.

დე ბრუინი მანკუნიანურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს და მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 300 ათას ფუნტამდე გაიზრდება, თანაც ბონუსებსაც მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ