ჰენდერსონი: მოუბოდიშა თუ არა პიკფორდმა ვან დეიკს?

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ ტურში 'გუდისონ პარკმა' მერსესაიდულ დერბის უმასპინძლა. "ევერტონი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და საყაიმო ანგარიშს, 2:2-ს დასჯერდა.

საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირების ფონზე, მატჩის საკვანძო მომენტი ვირჯილ ვან დეიკისა და ჯორდან პიკფორდის შეჯახება გამოდგა. აშკარა იყო, რომ ინგლისელმა კიპერმა ძალიან უხეშად ითამაშა და ჰოლანდიელი ფეხბურთელი 7-8 თვიან ლაზარეთში გაუშვა.

აღნიშნული ეპიზოდი "წითლების" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა შეაფასა და განაცხადა, რომ მთავარმა არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ვფიქრობ, რომ პიკფორდი წითელ ბარათს იმსახურებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედება წინსაწარ განსაზღვრული არ იყო, ფეხბურთს თავისი
წესები აქვს.

მატჩის შემდეგ ჯორდანი ჩემთან მოვიდა, მომიბოდიშა და მთხოვა, რომ ვან დეიკისთვისაც იგივე მეთქვა" - განაცხადა ჰენდერსონმა.

altჰენდერსონი: უმაღლეს დონეზე კიდევ 7 წელი ვითამაშებ

ასევე დაგაინტერესებთ