პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულმა 33 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "მანჩესტერში" პირველად ივარჯიშა.
მას "იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში საქმეს შეუდგა.
20 ოქტომბერს "მანჩესტერი" პსჟ-ს ხვდება და შეიძლება კავანიმ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს.