პრემიერლიგის მე-6 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "შეფილდ იუნაიტედი".
მე-13 წუთზე სტუმრები ბერგეს მიერ გატანილი პენალტით დაწინაურდნენ. ეს 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ მასპინძელთა კარში ჩემპიონატზე "ენფილდზე" დანიშნული პირველი თერთმეტმეტრიანია. თუმცა, შემდეგ ფირმინომ და ჟოტამ დალაშქრეს რომსდეილის კარი და "წითლებმა" გაიმარჯვა.
"ლივერპული" ლიდერ "ევერტონს" დაეწია, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული (დღეს სტუმრად საუთჰემპტონს ხვდება) და 31 ოქტომბერს "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - შეფილდ იუნაიტედი 2:1
გოლები: 0:1 ბერგე (13, პენ), 1:1 ფირმინო (41), 2:1 ჟოტა (64)