მესის რონალდოს წასვლის შემდეგ "კლასიკოში" არაფერი გამოსდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი და კაპიტანი ლიონელ მესი "ელ კლასიკოში" გოლის გატანას მას შემდეგ ვერ ახერხებს, რაც "თეთრები" კრიშტიანო რონალდომ დატოვა და "იუვენტუსში" გადავიდა.

არგენტინელმა ვარსკვლავმა, აწ უკვე ზედიზედ 6 "კლასიკოში" ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. ლეომ ბოლო გოლი 2017/18 წლების სეზონში გაიტანა, როცა შეხვედრა 2:2 დასრულდა. რონალდომ კი "რეალი" 2018 წელს დატოვა.

გუშინდელი მოგების შემდეგ კი "რეალმა" "ბარსას" მოგებათა რაოდენობით გაასწრო - მადრიდელებს კატალონიელები 97-ჯერ ჰყავთ დამაცხებული.

მომდევნო ტურში "ბარსელონა" "ალავესს" დაუპირისპირდება, ხოლო "რეალი" "უესკას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ ვინც კი მესიზე ცუდად წერს ყველას ჩემთან აკავშირებთ.უბრალოდ თავი დაანებეთ მესიზე უცხოპლანეტელის და გენიოსის ეპიტეტებით მოხსენიებას იმიტომ რომ აქვს ძლიერი მხარეებიც და ნაკლიც.პელეს ყველაფერი იმის გაკეთება შეეძლო რასაც უმაღლეს დონეზე მესი და რონალდუ აკეთებენ და მას უბრალოდ მეფე უწოდეს და არა ღმერთი და გენიოსი.
პატივისცემით ამაშია საქმე
15:34 26-10-2020
0
კარგი იქნება მესი იუვეში გადავიდეს და რონალდუსთან ერთად ჩ.ლ-ა მოიგონ.ფეხბურთიც იზეიმებს და ფანატებიც შერიგდებიან.
ამაშია საქმე
09:58 26-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული