გვარდიოლას ანტირეკორდი - "ეს ყველაფერი ლოგიკურია"

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ლონდონური "ვესტ ჰემი" მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპრიდა და საყაიმო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.

"ქალაქელთა" აქტივში 5 ტურის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულაა. საინტერესოა, რომ აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებელი პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის პირობებში, ყველაზე უარესია. ესპანელ სპეციალისტსს ამ დრომდე სეზონის სასტარტო ხუთ ტურში ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ჰქონია.

მატჩის შემდეგ პეპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მოცემული რეალობა გარკვეული მიზეზებით ახსნა.

"7 ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან ბევრია, თუმცა ამას თავისი განმაპირობებელი გააჩნია. ითამაშო 4 ტურნირზე და შეხვედრები ყველა 3 დღეში
ერთხელ ჩაატარო, შეუძლებელია. ეს შემადგენლობაში, რაოდენობრივი თვალსაზრისით, ფეხბურთელთა დიდი რესურსის არსებობას მოითხოვს.

როგორც არ უნდა იყოს, მზად ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ვეცდებით, შემდეგ მატჩებში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ და ჩვენთვის მისაღები ანგარიშები დავაფიქსიროთ" - განაცხადა გვარდიოლამ.

altგვარდიოლა: ამ მხრივ, ვესტ ჰემს "სიტისთან" შედარებით დიდი უპირატესობა აქვს

ასევე დაგაინტერესებთ