მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდები ვან დე ბეეკს აკრიტიკებენ

AutoSharing Option
მანჩესტერ "იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, Sky sports-თან ინტერვიუში "წითელი ეშმაკების" ლეგენდებმა გარი ნევილმა და პატრის ევრამ დონი ვან დე ბეეკის მიმართ კრიტიკული წინადადებები არ დაიშურეს.

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი მანჩესტერულ გრანდს მიმდინარე წლის სექტემბერში შეუერთდა და ჯერჯერობით თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს.

"ვან დე ბეეკზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, როგორც ბავშვს არ განვიხილავთ. საერთოდ არ მესმის ფეხბურთელის გუნდში ყოფნის იდეას, როდესაც მას თავისი უნარების რეალიზება არ შეუძლია. ფაქტია, რომ ჩვენ ის არ გვჭირდება"
- განაცხადა ევრამ.

შინაარსობრივად, დაახლოებით იგივე თქვა გარი ნევილმაც, რომლის აზრით, "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკა დონის შემთხვევის ფონზე, ცუდად უნდა დახასიათდეს. მისი აზრით, ჰოლანდიელში გადახდილი 40 მილიონი მინიმუმ იმის გარანტია უნდა ყოფილიყო, რომ მას ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ეთამაშა.

altგიგზი მანჩესტერის მწვრთნელად?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერგის მერე მანჩესტერში ჰოლანდიელები ვერ ამართლებენ.დეპაი,ბლინდი...ახლა ეს.საერთოდ არაა ეს ფეხბურთელი მანჩესტერის სტილის.
Master
17:33 25-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული