გვარდიოლა: "ბარსელონაში" არასოდეს დავბრუნდები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" სამუშაოდ არ დაბრუნდება.

"ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე, "ბარსელონაში" ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. ზოგიერთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ახლა იქ არაჩვეულებრივი ხალხია, რომელთაც გუნდის პროგრესირება შეუძლიათ. მაგალითად, კუმანი შესანიშნავი მწვრთნელია. ჩემთვის კი ყველაფერი დასრულებულია.

ერთხელაც დავბრუნდები ჩემი გუნდის თამაშის საყურებლად. სხვა არაფრისთვის. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და კვლავ წარმატებები მწყურია. ესაა უმთავრესი.

"ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და იმედი მაქვს, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ, რაც კლუბს უმაღლეს დონეზე დარჩენაში დაეხმარება", - ციტირებს გვარდიოლას
BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გვარდი ბარსას ოქროს ხანის ბიჭების ტრენერი იყო და იმ დიდი გუნდის წარმატებაში მისი დამსახურება, მის მიერ გუნდის ფილოსოფიის ცოდნაზე გადიოდა, სწორედ ამის არ ცოდნის გამო ჰქონდათ რეგრესი მას და ბავარიას გერმანიაში. აი სიტის კი რა უნდა? რა მიზანი აქვს? იცის ვინმემ?
პ.ს. მე გვარდის "დიდ" მწვრთნელობის არ მჯერავს
სიმართლე
01:00 02-11-2020
9
ნეტა თავს არ იფასებდე რა? რას ამბობ, სიტი ხომ ვარსკვლავებს წყვიტავს შენს ხელში არა პეპ? იდიტე ვსე ნა ხუი.
////..
21:09 01-11-2020
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული