გვარდიოლა: "ბარსელონაში" არასოდეს დავბრუნდები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" სამუშაოდ არ დაბრუნდება.

"ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე, "ბარსელონაში" ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. ზოგიერთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ახლა იქ არაჩვეულებრივი ხალხია, რომელთაც გუნდის პროგრესირება შეუძლიათ. მაგალითად, კუმანი შესანიშნავი მწვრთნელია. ჩემთვის კი ყველაფერი დასრულებულია.

ერთხელაც დავბრუნდები ჩემი გუნდის თამაშის საყურებლად. სხვა არაფრისთვის. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და კვლავ წარმატებები მწყურია. ესაა უმთავრესი.

"ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და იმედი მაქვს, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ, რაც კლუბს უმაღლეს დონეზე დარჩენაში დაეხმარება", - ციტირებს გვარდიოლას
BT Sport-ი.