"ტოტენჰემმა" ბეილის გამოსასყიდი თანხა განსაზღვრა

AutoSharing Option
ბრიტანული teamtalk-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპური" მადრიდის "რეალისაგან" უელსელი შემტევის, გარეთ ბეილის გამოსყიდვას გეგმავს.

წყაროს ცნობით, "დეზები" მზადაა, "ბლანკოსს" ბეილის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ თანხა დიდი არ არის, თუმცა კრიზისის ფონზე მადრიდელთა სახელფასო ბიუჯეტს ბეილის წასვლა შეამსუბუქებს.

31 წლის უელსელი "ტოტენჰემში" 7-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა. "რეალმა" ფეხბურთელი იჯარის წესით გაანათხოვრა, თუმცა კვირაში 415 000 ევროს მაინც უხდის...