AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრისტიანო რონალდოს დაბრუნებას არ აპირებს.

ბრიტანელები რონალდოს მაღალი ხელფასით უკმაყოფილები არიან, ამას ემატება პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულებაც.

როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, "იუვენტუსი" რონალდოს გაყიდვით დაინტერესებული იყო და მანჩესტერული გრანდი აქტიურად ცდილობდა ლეგენდის უკან დაბრუნებას.

ამ სეზონში, კრისტიანომ იტალიის სერია A-ს 4 მატჩში 6 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

მომზადებულია sport-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ