პრემიერლიგის მე-13 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ტოტენჰემი".
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შეხვედრის დასასრულს ფირმინოს გატანილი გოლით გაიმარჯვეს კიდეც.
"ლივერპული" 28 ქულით ლიდერია, "ტოტენჰემი" კი 25 ქულით მეორე ადგილზეა. 19 დეკემბერს "ლივერპული" გასვლაზე "კრისტალ პალასს" შეხვდება, ხოლო "ტოტენჰემი" 20 დეკემბერს "ლესტერს" უმასპინძლებს.
ნამატჩევს მერსისაიდული გუნდის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ კონტრშეტევების მონსტრებთან დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (26), 1:1 სონი (33), 2:1 ფირმინო (90)
სამივე ცენტრალური მცველი (ვან დეიკის თამადობით) ლაზარეთშია.
ამის მიუხედავათ მოუგო გუნდს, რომლის კონტრშეტევები (კეინი-სონი) უძლიერესია.
უმაგრესი გუნდია
მთელი გუნდი ხავი ინესტასავით აგორავებს ბურთს
ასეთი არაფერი მინახავს არც გამიგონია :)