"ლივერპულმა" ფირმინოს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით "ტოტენჰემს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-13 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ტოტენჰემი".

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შეხვედრის დასასრულს ფირმინოს გატანილი გოლით გაიმარჯვეს კიდეც.

"ლივერპული" 28 ქულით ლიდერია, "ტოტენჰემი" კი 25 ქულით მეორე ადგილზეა. 19 დეკემბერს "ლივერპული" გასვლაზე "კრისტალ პალასს" შეხვდება, ხოლო "ტოტენჰემი" 20 დეკემბერს "ლესტერს" უმასპინძლებს.

ნამატჩევს მერსისაიდული გუნდის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ კონტრშეტევების მონსტრებთან დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (26), 1:1 სონი (33), 2:1 ფირმინო (90)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლივერპულს ნახევარი გუნდი დამტვრეული ყავს, ამ წუთში ყველაზე დაზარალებული გუნდია.
სამივე ცენტრალური მცველი (ვან დეიკის თამადობით) ლაზარეთშია.
ამის მიუხედავათ მოუგო გუნდს, რომლის კონტრშეტევები (კეინი-სონი) უძლიერესია.
უმაგრესი გუნდია
zaz197
14:19 17-12-2020
0
ძალიან მაგარი გუნდია
მთელი გუნდი ხავი ინესტასავით აგორავებს ბურთს
ასეთი არაფერი მინახავს არც გამიგონია :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული