"ლივერპულმა" ვეინალდუმს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" 30 წლის ნიდერლანდელ ჟორჟინიო ვეინალდუმს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, - იტყობინება "გარდიანი".

ნახევარმცველმა მერსისაიდულ კლუბს მოსაფიქრებლად დრო სთხოვა. მან უთხრა, რომ თუ სხვა კლუბთან მოლაპარაკების დაწყებას გადაწყვეტს, ამის თაობაზე წინასწარ ჩააყენებს საქმის კურსში.

ვეინალდუმი "ლივერპულში" 2016 წელს "ნიუკასლიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული