გულუხვმა მოუმ საშობაოდ რეგილიონს გოჭი აჩუქა

AutoSharing Option
არაორდინალური პიროვნებაა "ტოტენჰემის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო, რომელმაც თავისი გუნდის მცველს, სერხიო რეგილიონს საშობაო საჩუქარი გაუკეთა. ეს ამბავი AS-ს თავად ფეხბურთელმა გაუმხილა.

"მართლა განსაკუთრებულია თუ არა მოურინიო? მინდა მას ჩემსავით იცნობდეთ. ათასი შესანიშნავი ისტორია მაქვს, რომელთა შესახებ მასზე შემიძლია მოგიყვეთ.

ერთ-ერთი მათგანი შობას მოხდა. 3 საათზე ვარჯიში გვქონდა და ჩემი კარადის თავზე ყუთი დავინახე. გავხსენი და შიგნით შემწვარი გოჭი იდო. მოურინიომ მითხრა: "ვიცი, დღესასწაულს მარტო აღნიშნავ და საჭმლის მომზადება მაინც არ დაგჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
იქ ალბათ სხვანაირი გოჭებია. ამან, რომ ნამდვილი გოჭი ნახოს, სულ გადაირევა
გია
01 იანვარი 2021 11:25
0
Cochinillo asado - გოჭს ისე წვავენ, თეფშით იჭრება. ესპანეთშიც მაგრა აზრზე არიან ამ საქმის :)
Dato
02 იანვარი 2021 12:28
0
ესპანური Jamon, ანუ ჩვენებური ლორი ესე ვთქვათ, მაგრამ გოჭი ვერ დავინახე ვერსად ))
მეგრელი
31 დეკემბერი 2020 22:44
0
მაშ მე მტყუვნის.... რამდენიც ის გოჭი არ იყოს.
მალხაზ ჯობავა
31 დეკემბერი 2020 09:56
0

სიახლეები პოპულარული