სერხიო აგუერო "ლამბორგინის" შეძენას ნანობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ აღიარა, რომ ავტომობილ Lamborghini Aventador-ის შეძენას ნანობს, რომელიც დაახლოებით 400 ათასი ევრო ღირს.

"ვერ გავიგე, რატომ შევიძინე "ლამბორგინი". ამ მანქანით 6 წელიწადში მხოლოდ 1 200 კილომეტრი გავიარე. ამ ავტომობილით პრაქტიკულად არ მისარგებლია.

6 წელი თავს ვიმტვრევდი, საერთოდ რატომ ვიყიდე. ახლა უბრალოდ იყინება და სალონი ობობას ქსელებითაა დაფარული", - თქვა არგენტინელმა გადაცემა Santo Sabado-ში.

ასევე დაგაინტერესებთ