ინგლისის ნაკრებს მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დაუსახეს

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 2024 წლამდე ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა.

Sky Sports-ის ცნობით, მიზნად ერთ-ერთი ნაკრების მიერ 2024 წლამდე დიდი საერთაშორისო ტურნირის მოგება დაისახეს. მათი კაცთა და ქალთა ნაკრებები მსოფლიოს უკანასკნელ ჩემპიონატებზე ნახევარფინალში გავიდნენ, ახლა კი მიზანი თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გამარჯვებაა.

აგრეთვე დაგეგმილია მასობრივი ფეხბურთისათვის 5 000 ახალი სტადიონის გახსნა. ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი ორგანო კორონავირუსის გამო 340 მილიონ ევროს იზარალებს.

კაცთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში ჩატარდება, ხოლო ქალთა - 2023 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოცნებას ვერ დაუშლი
0
ჯგუფიდან გასვლა დაესახათ მიზნად სჯობდა
ზორბეგი
07:41 13-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული