"მანჩესტერმა" სერხიო რამოსს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
"რეალის" 34 წლის მცველმა სერხიო რამოსმა კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. გუნდის კაპიტანს ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და უფლება აქვს, უკვე ახლა წამოიწყოს სხვა კლუბთან მოლაპარაკება.

Calciomercato-ს ცნობით, სიტუაციით უნდა "მანჩესტერმა" ისარგებლოს და რამოსს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. სწორედ ამ ვადით სთხოვს ის "რეალს" თანამშრომლობის გაგრძელებას.

ამას გარდა, ის ბონუსის სახით 2 მილიონ ევროს მოითხოვს.