ფეხბურთი არც მარათონია და არც დოღი - გვარდიოლამ ფეხბურთელებს ურჩია, ნაკლები ირბინონ!

AutoSharing Option
ახლა ფეხბურთელებს უთვლიან, მატჩისას რომელმა რამდენი ირბინა, თუმცა ფეხბურთი არც დოღია და არც მარათონი. "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ESPN-ს გაუმხილა, რომ თავის ფეხბურთელებს სთხოვა, ბევრი არ ირბინონ:

"ქალაქელებმა" უხეირო სტარტის შემდეგ ზედიზედ 6 გამარჯვება იზეიმა.

"განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაკლებს დავრბივართ. ძალიან ბევრს დავრბოდით. ფეხბურთში სიარულიცაა საჭირო და გაცილებით ნაკლები სირბილიც.

უბურთოდ უნდა ირბინო, ბურთის მიღებისას კი პოზიციის მიხედვით მოქმედებ. ამიტომ, დაე, ბურთმა ირბინოს და არა შენ. ამ კომპონენტში მოვუმატეთ.

ამ სეზონში ყველაფერი არ გამოგვდიოდა და ეს ჩემი ბრალი
იყო, რადგან ფეხბურთელებს ჩემი იდეები ზუსტად ვერ ავუხსენი. თუმცა შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდა.

მიზეზი ისაა, რომ წინასასეზონო მომზადება სათანადოდ არ გაუვლიათ და ფორმაში ჩასადგომად დრო დასჭირდათ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ვინ უდა წვრთნიდეს საქართველოს ნაკრებს...
დათო
14 იანვარი 2021 13:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული