ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ლიდერი ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

გასულ თვეში ბრუნომ 6 მატჩი ჩაატარა. ნახევარმცველის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გახლდათ. 

ფერნანდეში პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში საუკეთესოს ტიტული 4-ჯერ მოიპოვა. 

პორტუგალიელმა ეს სტატუსი 2020 წლის თებერვალში, ივნისსა და ნოემბერში მიიღო. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altბრუნო ფერნანდეშმა რონალდოს მიღწევა გაიმეორა