"გასაოცარი ფეხბურთელია! სამწუხაროდ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კარგი ტრანსფერი გამოდგა..." - იურგენ კლოპი

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებამდე მოსისხლე მტრის ლიდერი, ბრუნო ფერნანდეში გამოყო. 

"ის გამორჩეული მოთამაშეა, "მანჩესტერ იუნაიტედში" "სპორტინგიდან" გადავიდა, ჩვენ ამერიკულ ტურნეზე ერთად ვიყავით, იმის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა და ამას ახლა აჩვენებს. 

ბრუნომ ადაპტაცია მარტივად გაიარა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მე ვიცი უმარავი ადამიანი, რომელიც ძირითადად საგოლე მომენტებში მონაწილეობაზე საუბრობს, მაგრამ პორტუგალიელი მოედანზე უამრავ ადგილზეა.

მე მას საკმარისად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ჩანს, ის კარგი ლიდერია. გასაოცარი ფეხბურთელია, სამწუხაროდ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კარგი ტრანსფერი გამოდგა" - განაცხადა იურგენ კლოპმა

მომზადებულია goal-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული