პრემიერლიგის კენწეროში მანჩესტერული გუნდები მოექცნენ

AutoSharing Option
გასულისგან განსხვავებით, ეს სეზონი "ლივერპულის" დომინაციით არ მიმდინარეობს და ერთბაშად რამდენიმე გუნდს აქვს ოქროს მედლების მოპოვების შესაძლებლობა.

20 იანვარს ორი მატჩი გაიმართა და ორივეში მანჩესტერელებმა იმარჯვეს.

ჯერ "მანჩესტერ სიტიმ" ბერნარდო სილვასა და გიუნდოგანის (პენალტით) გოლებით შეხვედრის დასასრულს მოახერხა საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილას" გატეხვა, 2:0 გაიმარჯვა და გალიდერდა. როგორც აღმოჩნდა, დროებით. სხვათა შორის, "ქალაქელებმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში 22:2.

ამის შემდეგ "მანჩესტერმა" ლონდონში "ფულჰემს" 2:1 სძლია და პირველ ადგილზე
დაბრუნდა. "იუნაიტედმა" პრემიერლიგის ისტორიაში 94-ე მატჩი შემოატრიალა და რეკორდი დაამყარა.

მასპინძლები დებიუტში ლუკმანმა დააწინაურა, შემდეგ კი არეოლას კარი კავანიმ და პოგბამ დალაშქრეს.

დღეს, 21 იანვარს, "ლივერპული" "ბარნლის" მასპინძლობს და ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ