"ლივერპული" "ბარნლისთან" დამარცხდა - კლოპი ამბობს, რომ ამას მოხერხება უნდოდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლივერპული" "ენფილდზე" 0:1 დამარცხდა "ბარნლისთან". გოლი 83-ე წუთზე პენალტით ბარნსმა გაიტანა.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე იურგენ კლოპის გუნდის 68-მატჩიანი წაუგებელი სერია, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი, რაც უკანასკნელად 2000 წელს მოხდა.

"ლივერპულს" 34 ქულა აქვს, რაც 2015 წლის შემდეგ მისი უარესი შედეგია.

ნამატჩევს კლოპმა განაცხადა, რომ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, წარუმატებლობის ახსნა რთულია, "ბარნლისთან" წაგება ძნელი იყო, მაგრამ ესეც მოახერხეს.

"ლივერპული" მე-4 ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერს" 6 ქულით ჩამორჩება და 29 იანვარს ლონდონში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კლოპიც აჰყვა ყომარს სამწუხაროდ. ყველას უჭირს ფინანნსურად დღეს და რა ქნან? ავალებენ და შეასრულებენ აბა რას იზამენ.თამაში თუ ნახეთ,85 წუთამდე კარში არ დაურტყმთ,ამას აკეთებენ სუსტ გუნდებთან უკვე მერამდენედ. ფეხბურთის ყურება აღარ ღირს უკვე რა. იქ რეალი,ბარსა, ყველა ჩათრეულია ამ სიბინძურეში.
ზეზვა
18:43 22-01-2021
6
აი ნათელი მაგალითი იმის რომ გუნდი დაცვიდან შენდება.ვირჯილის დამტვრევის მერე ვეღარ თამაშობს ლივერი ისე ლაღად,რადგან დაცვას მეტ ყურადღებას უთმობს და ამის ხარჯზე შეტევა მოიშალა.
master
12:29 22-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული