"მოედანზე "ზომბებივით" გადაადგილდებიან..." - გარი ნევილი "ლივერპულზე" საუბრობს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულის" მე-7 მარცხს "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი გამოეხმაურა. მისი თქმით, თითქოს ისინი "გაზომბდნენ"... 

პრემიერლიგის ბოლო ტურში "ევერტონმა" 22 წლის შემდეგ "ლივერპული" "ენფილდზე" დაამარცხა და "წითლებს" პრემიერლიგის ოთხეულის ადგილი დააკარგვინა. 

"ჩვენ ვიცით, მათ უამრავი ჭრილობა აქვთ, რაზედაც ბევრს ნერვიულობენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ მოედანზე გულშემატკივრები არ ჰყავთ. თითქოს მათ უკბინეს და მოედანზე "ზომბებივით" გადაადგილდებიან. ისინი დადიან და ერთსა და იმავე რამეზე ფიქრობენ.. 

იქნებ იურგენ კლოპისგანაა სხვა რაღაც საჭირო. ვფიქრობ, მათი ხელმძღვანელობა სიახლეზე უნდა ფიქრობდეს და პირველ რიგში,
საკუთარ თავს უსვამდეს შეკითხვას, იქნებ ახალი ვცადოთ რამე? 

მე, რა თქმა უნდა, "ლივერპულსა" და კლოპს ვერაფერს ვურჩევ, თუმცა დაცვაში დიდი პრობლემების აღმოფხვრა 3 კაცითაცაა შესაძლებელი. ზოგიერთი გუნდი ამ ხერხს იყენებს, თანაც მშვენივრად. 

ეს მათთვის ნამდვილად მოსაწყენი სეზონია. ამიტომ მათ ახალი იდეა სჭირდებათ. მათი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა პირადად მე, ვფიქრობ, რომ ისინი ამას მოახერხებენ" - განაცხადა გარი ნევილმა. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt98 წლის შემდეგ პირველად - "ლივერპული" სახლში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ