"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მიუხედავად, ჩისკო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსის "უოტფორდი" შეუჩერებელია - ჩემპიოშიპის 32-ე ტურში გასვლაზე 3:2 დაამარცხა "ბლექბერნი", ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ 60 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.

აი, რა განაცხადა მან ნამატჩევს: "მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უკეთ თამაში შეგვიძლია, განსაკუთრებით, დაცვაში. წინ ბევრი მატჩია და ყოველი მათგანი უკეთ უნდა ჩავატაროთ.

მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ, შაბათს კი ისევ თამაში გვაქვს. გაგვიჭირდება, თუმცა კარგი გუნდი გვყავს და მე ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს", - ციტირებს ჩისკოს კლუბის საიტი.

27 თებერვალს "უოტფორდი" სტუმრად
"ბორნმუთს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იქ შემსრულებლები ყავს და საქმის პროფესიონალები,აქ კი ყველა პროფესორია.
თერჯოლა
12:53 26-02-2021
0
აქ რა ჩემი შაშაკოლა დაგემართა სამარხვინოდ რომ წაგვაგებინე!
zaza
11:02 26-02-2021
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული