17 წლის გუნდელს როიმ ყბაში უთავაზა - ფერდინანდმა კინის ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რიო ფერდინანმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს გუნდის კაპიტანი როი კინი თავს კლუბის აკადემიის აღზრდილ კრის იგლსს დაესხა.

"როი ის-ის იყო, ტრავმის შემდეგ ბრუნდებოდა და სარეზერვო შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა. იქ ისეთი ახალგაზრდები თამაშობდნენ, როგორებიც იგლსი და ლი მარტინი არიან. ბურთის ართმევის დროს ისინი ყოველთვის აგრესიულად თამაშობდნენ.

იგლსმა კინზე დაგვიანებული ვარდნა 1-ხელ თუ 2-ჯერ გააკეთა, რის შემდეგაც როიმ უთხრა: "მომისმინე, მშვიდად!" ცოტა ხანში კი, ალბათ, იგლსს შთაბეჭდილების მოხდენა უნდო
და და როისთან ორთაბრძოლაში შესული მაისურზე ქაჩავდა.

კინი მაშინვე მოტრიალდა და ეგრევე, მთელი ძალით ყბაში ხეთქა. ძალიან სწრაფი და ძლიერი დარტყმა იყო. მასთან მივირბინე და დავუყვირე: "როი, რა გჭირს? ამას რატომ აკეთებ? ის ხომ პატარა ბიჭია". "მე ხომ გავაფრთხილე?!" - მშვიდად მიპასუხა", - თქვა პოდკასტში ფერდინანდმა.

როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 12 წლის განმავლობაში თამაშობდა და კლუბთან ერთად ინგლისის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, ინგლისის თასი 4-ჯერ მოიგო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგასაც დაეუფლა.

იგლსმა კი "წითლების" ფორმით 17 მატჩი ჩაატარა, შემდეგ "ბარნლიში", "ბოლტონსა" და "ოლდჰემში" გამოდიოდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით