პოლ პოგბამ მოურინიოზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ერთმანეთს "წითლების" ამჟამინდელი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი და ყოფილი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო შეადარა.

"ჩემი და სოლსკიაერის ურთიერთობა ჩემი და ჟოზეს ურთიერთობისგან განსხვავებულია. ოლე ფეხბურთელების წინააღმდეგ არასდროს წავა. შეიძლება მოთამაშეები შემადგენლობაში არ დააყენოს, თუმცა მათზე უარს ისე არ იტყვის, თითქოს არც კი არსებობდნენ. ეს სხვაობაა მოურინიოსა და ოლეს შორის.

ჟოზესთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა, ყველა ხედავდა ამას, თუმცა მეორე დღეს ისეთი რამ მოხდებოდა, რაც არავის ესმოდა. ძალიან უცნაური იყო. არ შემიძლია ავხსნა, რა ხდებოდა ჩემსა და
მოურინიოს შორის, რადგან ეს არც მე მესმის", - თქვა ფრანგმა.

პოგბა და მოურინიო ერთად "მანჩესტერში" 2016-18 წლებში მუშაობდნენ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული