"ლესტერმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა დაძაბულ შეხვედრაში მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 26 აპრილს, ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში "ლესტერმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო, მე-12 წუთზე თავი უილფრიდ ზაჰამ გამოიჩინა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, "მელიებმა" 50-ე წუთზე კასტანეს გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-80 წუთზე ინეაჩოს გოლით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ამრიგად, "ლესტერი" 62 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან "ჩელსის" 4 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, "კრისტალ პალასი" 38 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.

"ლესტერი" მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს. "კრისტალ
პალასი" 1-ელ მაისს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული