ბუნტი "ოლდ ტრაფორდზე" - მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
"ლივერპულთან" პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩის წინ "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე "მანჩესტერის" გულშემატკივრები შეიჭრენ, რომლებიც გლეიზერების მმართველობას აპროტესტებდნენ და მათ წასვლას მოითხოვდნენ.

უსაფრთხოების გამო მატჩი გადაიდო და ჯერ უცნობია, როდის გაიმართება.

"ჩვენ პოლიციასთან, პრემიერლიგასთან, სტადიონისა და კლუბების ხელმძღვანელობასთან საკითხის განხილვის შემდეგ მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა პრემიერლიგასთან ერთად თამაშის ჩატარების თარიღზე ვმსჯელობთ", - ნათქვამია "მანჩესტერის" განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ