როგორც The Times იტყობინება, ჰარი კლუბის ხელმძღვანელბას უკვე შეუთანხმდა, რის გამოც მას "მამლების" დატოვება თავისუფლად შეეძლება.
რაც შეეხება ღირებულებას, იგივე The Times-ის მიხედვით, სატრანსფერო ფასი 175 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება, რაც ასტრონომიული თანხაა.
ავტორიტეტული The Daily Mail წერს, რომ "მამლებმა" და "ქალაქელებმა" შესაძლოა გაბრიელ ჟესუსი და ჰარი კეინი ერთმანეთში გაცვალონ. მითუმეტეს თუ ინგლისელი
პეპს შეუერთდება ბრაზილიელი თავდამსხმელის სათამაშო დრო ავტომატურად შემცირდება, რის გამოც მას კლუბიდან წასვლის სურვილი გაუჩნდება, ეს კი იდეალური ვარიანტია.
2020/2021 წლის პრემიერ ლიგის ჩემპიონებს აქტიურად უკავშირებდნენ "დორტმუნდის" სუპერტალანტს, ნორვეგიელ ერლინ ჰოლანს, რომელიც "სიტის" ბევრად ბევრად მეტს შესძენს ვიდრე ტრავმიანობისკენ მიდრეკილი კეინი.
მომზადებულია marca-ს მიხედვით