"იმ დღეს "ბარსელონასთან" ფინალი მე წავაგე..." - ფერგიუსონმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისთვისაც მესის განეიტრალება უნდა დაევალებინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ის "წითელ ეშმაკებთან" ერთად კატალონიის "ბარსელონას" დამარცხებას 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში შეძლებდა, თუ პარკ ჯი სუნგს ლიონელ მესის აყვანას დაავალებდა.

"იუნაიტედმა" უემბლის მოედანზე "ბლაუგრანასთან" ფინალი 1:3 დათმო. ესპანელებმა ინგლისელები ასევე რომში გამართულ ფინალურ შეხვედრაშიც დაჯაბნეს, 2009 წელს ბარსელონელებმა 2:0 იმარჯვეს.

თუმცა ფერგიუსონს სჯერა, რომ თუ პარკს მესის აყვანას დაავალებდა, ის მის განეიტრალებას შეძლებდა, თანაც უეინ რუნიმ მაშინ პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა.

"იმ დღეს "ბარსელონასთან" ფინალი მე წავაგე. პირველი
ტაიმის შემდეგ მესის აყვანა პარკ ჯი სუნგისთვის უნდა დამევალებინა. ეს ჩემი შეცდომა იყო, ამის შემდეგ კი თამაში საერთოდ სხვანაირად განვითარდებოდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ მათ დამარცხებას მოვახერხებდით. მე ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა ფერგიუსონმა Sport Bible-თან ინტერვიუში.

სერ ალექსმა თავის კარიერაში ორი ჩემპიონთა ლიგის თასი 1999 და 2008 წლებში მოიგო, თუმცა ამდენივე წააგო. მოიპოვა პრემიერლიგის 13 ტიტული და "წითელი ეშმაკების" ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

წყარო: manchestereveningnews

მკითხველის კომენტარები / 11 /
პარკი ჯუ სონგი კი არა კიმ ირსენი არ გინდა.დდდდ
tttt
16:06 22-05-2021
12
რეალურად წააგო ტრანსფერების არ გაკეთებამ.გადამწვარი და გადაბერებული შემადგენლობით ფინალი რომ დადო ეგეც საკმარისი იყო.
აბგდ
16:56 22-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული