სერხიო რამოსს "სიტიში" გვარდიოლა ეპატიჟება

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს: "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა შეიძლება კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს.

"ქალაქელთა" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აფასებს 35 წლის სერხიო რამოსის გამოცდილებასა და ლიდერულ თვისებებს და სურს საკუთარ გუნდში იხილოს.

რამოსი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და "სიტი" მზადაა სერხიო რამოსს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმოს და მესამე სეზონში მისი გაგრძელება ან "ნიუ იორკ სიტიში" გადასვლა შესთავაზოს.

სერხიო რამოსმა გასულ სეზონში ლა ლიგის 15 მატჩში 2 პენალტი გაიტანა და "სამეფო კლუბთან" თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.