"ლივერპული" "ენფილდს" გააფართოებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" სტადიონზე რეკონსტრუქცია ჩატარდება.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ლივერპულის ქალაქის საბჭოს კომიტეტმა კლუბს "ენფილდის" ტრიბუნის რეკონსტრუქციის უფლება დართო. არენას 7 ათასი ადგილი დაემატება. ამის შემდეგ მისი ტევადობა 61 ათასი გახდება", - წერს ჟურნალისტი ჯეიმს პირსი "ტვიტერზე".

1884 წელს აშენებული "ენფილდი" ამჟამად 54 074 მაყურებელს იტევს.