გატუზომ "ტოტენჰემის" მწვრთნელი კინაღამ დაახრჩო, ახლა კი ამ გუნდს გაწვრთნის

AutoSharing Option
"ნაპოლიდან" აბარგებულმა ჯენარო გატუზომ 5 მაისს "ფიორენტინასთან" კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ხელმძღვანელობას სერჟიო ოლივეირას (პორტუ) და გედეშის (ვალენსია) შეძენა სთხოვა, რაზეც უარი უთხრეს და დღეს ფლორენცია დატოვა.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით" იტყობინება, რომ გატუზომ "ტოტენჰემთან" 2023 წლის ზაფხულამდე ხელშეკრულება შეათანხმა და სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

ალბათ, გახსოვთ, 2011 წლის 15 თებერვალს "სან სიროზე" "მილანისა" და "ტოტენჰემის" მატჩის 76-ე წუთზე მომხდარი კონფლიქტისას ჯენარო სტუმართა გუნდის მწვრთნელის თანაშემწეს, ჯო ჯორდანს ყელში სწვდა და კინაღამ დაახრჩო, ახლა კი ამავე გუნდის თავკაცი
გახდება.