"ტოტენჰემის" ფანებმა გატუზოს უთხრეს - "არა"

AutoSharing Option
დროებით უმუშევარი ჯენარო გატუზო "ტოტენჰემს" ვერ ჩაუდგება სათავეში - იტყობინება The Athletic-ი.

გამოცემის ცნობით, გატუზოს "ტოტენჰემის" მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში გულშემატკივრები ჩაერივნენ, რომლებმაც 10 წლის წინ "მილანისა" და მათი გუნდის მატჩისას მომხდარი ინციდენტი გაიხსენეს, როდესაც იტალიელი მწვრთნელის თანაშემწეს, ჯო ჯორდანს ყელში სწვდა.

"ტოტენჰემის" ახალი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გატუზოს დანიშვნის მომხრე იყო, მაგრამ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ ურჩია, სხვა კანდიდატი მოძებნოს და ახლა "რომადან" დათხოვნილ პაულო ფონსეკასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Amitomaa baba roca msoflio gicnobs yvelas tvalcin egre arumda moiqce
Milani
17:08 19-06-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული