"კლოპის ბიჭები" უდანაკარგოდ მიიწევენ - "ლივერპულის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის გახსნითი შეხვედრა "ენფილდზე", ადგილობრივ "ლივერპულსა" და "ბარნლის" შორის გაიმართა. მასპინძლებმა შეხვედრა დამაჯერებლად 2:0 მოიგეს და 2021/2022 წლის გათამაშებაში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.

მერსისაიდელებმა ანგარიში 18 წუთზე გახსნეს, კონსტანტინოს ციმიკასის გადაცემის შემდეგ თავი დიეგო ჟოტამ გამოიჩინა, გოლიდან 9 წუთის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა "ბარნლის" კარი მეორედ აიღო, თუმცა გოლი გაუქმდა, საბოლოოდ, გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმიც იმავე სცენარით წარიმართა, "წითლებმა" შეხვედრის საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე სადიო მანეს გოლით დააფიქსირეს.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ, "ლივერპული" 6 ქულით
1-ელ ადგილს იკავებს, "ბარნლის" 0 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.

მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავენ, "ბარნლი" 29 აგვისტოს "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული