Sky Sport Italia - "მანჩესტერ სიტი" რონალდოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო, დიდი ალბათობით, კარიერას ტურინის "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ცნობით, ინგლისური კლუბი შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

სავარაუდოდ, პორტუგალიელი ფეხბურთელი "ქალაქელებთან" ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს. უცხოური პრესის ცნობით, ეს ტრანსფერი რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რონალდო "ბიანკონერის" რიგებში 2018 წელს გადავიდა, 98 შეხვედრა გამართა და თავი 81 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ