ვან გაალი ჟურნალისტს: ფეხბურთზე წარმოდგენა არ გაქვთ, ყოჩაღ ტუხელს!

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვაs, აპირებს თუ არა ნაკრებში "ჩელსის" დაცვითი სტილის გამოყენებას.

"თქვენ ფეხბურთის შესახებ ცოდნა არ გაგაჩნიათ. ჟურნალისტი ხართ, რომელსაც საკუთარი ხედვის გადმოცემა უნდა, მაგრამ ის არ გაგაჩნიათ.

5-3-2 სქემის გამოყენებით ძალიან მაგრად შეტევა შეიძლება. და აქვე, ტუხელის წინაშე ქედს ვიხრი, რაც მან აჩვენა, ეს ბრწყინვალე იყო", - განაცხადა ვან გაალმა.

"არისტოკრატების" სათავეში თომას ტუხელის მისვლის შემდეგ ლონდონელები 5 მცველით თამაშობენ.

მომზადებულია Football London-ის მიხედვით