ედინსონ კავანიმ ყველაზე ძლიერი მცველი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ მცველი დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაჭირვებია.

- ვინ არის ყველაზე რთული მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მე ბევრი განსხვავებული მეტოქის წინააღმდეგ მითამაშია, მათ შორის უძლიერესებიც იყვნენ, თუმცა ყოველთვის ვამბობ, რომ მცველი, რომლის პირისპირაც თამაში ყველაზე მეტად გამიჭირდა ჯორჯო კიელინი გახლავთ. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, ჯორჯო კი ყველაზე ძლიერი დამცველია, ვინც მინახავს" - განაცხადა კავანიმ.

ურუგვაელი ფორვარდი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს, ინგლისური გუნდის რიგებში 27 შეხვედრა გამართა, თავი
კი 10 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას დღეს, 11 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული