რონალდო აღარ ხუმრობს! დე ხეამ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეხუთე ტურში "მანჩესტერმა" ლონდონში "ვესტ ჰემი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები 30-ე წუთზე ბენრაჰმამ დააწინაურა, 35-ე წუთზე რონალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ლინგარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

კომპენსირებულ დროში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ იმ წუთას მოედანზე შესული ნობლის დარტყმული დე ხეამ მოიგერია.

რონალდომ დაბრუნების შემდეგ "იუნაიტედში" 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერი" ლიდერ "ლივერპულს" დაეწია და 25 სექტემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ რონალდოს მიერ ლონდონელთა კარის აღება თამაშგარე მდგომარეობის ალბათობის გამო VAR-ზე გადაამოწმეს და გოლი ჩათვალეს. "არსენალისა" და "მანჩესტერ
სიტის" ყოფილმა მცველმა ბაკარი სანიამ ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" კომენტარი გააკეთა: "ვინმეს შეუძლია ამიხსნას, როგორ მუშაობს VAR-ი? მე ეს აღარ მესმის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც ამაზე ამბობს თამაშგარეაო აშკარად რონალდუ არ მოსწონს. ფეხბურთელმა ხელი გაწია რა თამაშგარე სისულელეა
Dima
19 სექტემბერი 2021 22:09
1
არა ვინმეს მოწონება არ მოწონების გამო. ითვლება სხეულის ის ნაწილი, რითაც გოლის გატანა, ანუ თამაში შეიძლება, ანუ ხელის გარდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში ნათლად მოჩანს, რომ დამცველის ფეხი ყველაფერზე წინაა. შესაბამისად არც თამაშგარეა. ახალი კიდევ ისააა, ხაზებს რომ ავლებენ, ის ხაზები გაასქელეს, და თუ ემთხვევა ერთმანეთზე თამაშგარე არ არის. ეს იმისთვისაა, რომ თუ თავდამსხმელი 2-3 მმ-ით წინაა, ოფსაიდი არ არის. ამ გოლის დროს არავითარი ხაზის გავლება არ არის საჭირო.
alexandre
20 სექტემბერი 2021 10:30
0
საჯარიმოს ხაზის პარალელი უნდა გაავლო და ხელიც კი არ აქვს წინ, ბაკარი სანიას კი დააბრალა, მაგრამ ამ ნიუსის ავტორს აქვს თვითონ ეჭვი.
???
20 სექტემბერი 2021 10:30
0
რონალდო მხეცია !
ბაბაია
21 სექტემბერი 2021 00:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული