პრემიერლიგის მე-6 ტურში "არსენალმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან პირველი გოლი სმიტ როუმ შეხვედრის მე-12 წუთზე გაიტანა. გოლიდან 15 წუთში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 34-ე წუთზე კი ბუკაიო საკამ "დეზების" კარი მესამედ აიღო და მეორე ტაიმის წინ საკუთარ გუნდს დიდი უპირატესობა მოუტანა.
მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, ერთადერთი გოლი კი 79-ე წუთზე გაიტანეს. თავი სონმა გამოიჩინა.
ამრიგად, სეზონის სტარტზე რამდენიმე მარცხის შემდეგ "მეთოფეებმა" პრემიერლიგაში მოგებათა სერია გააჩაღა, 6 ტურის თავზე 9 ქულით "სპურსთან" ერთად მე-10-მე-11 ადგილებს ინაწილებს.
"არსენალი" მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს. "ტოტენჰემი" 3 ოქტომბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს. ამ თამაშამდე, 30 სექტემბერს, ლონდონში, კონფერენს ლიგის მე-2 ტურში "მურას" უმასპინძლებს.