"ჩელსიმ" ბოლო წუთებზე მოიგო - "არისტოკრატები" კარგ ფორმაში არიან

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს, თავი ტრევო ჩალობამ გამოიჩინა. 1-ელ ტაიმში მეტი არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში, 61-ე წუთზე, სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს, "წმინდანების" რიგებიდან პენალტი ზუსტად ვორდ პრაუსმა შეასრულა.

ამის შემდეგ "არისტოკრატები" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. ტომას ტუხელის შეგირდებმა მატჩის მიწურულს "საუთჰემპტონის" კარი 2-ჯერ აიღეს, გოლები ტიმო ვერნერმა (84) და ბენ ჩილველმა (89) გაიტანეს.

ამრიგად, 7 ტურის თავზე "ჩელსი" 16 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "წმინდანებს"
4 ქულა აქვთ და გასავარდ ზონასთან ახლოს, მე-17 ადგილზე იმყოფებიან.

"ლურჯები" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ გამართავენ, "წმინდანები" იმავე რიცხვში "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლებენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული